Privacy policy

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 


1. ზოგადი პირობები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს შპს კოგიტოს (ს/კ 400394774) მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და უსაფრთხოების წესებს.

cogito.ge ვებგვერდზე ვიზიტით ან შეკვეთის განთავსებით (მათ შორის სტუმრის სტატუსით), თქვენ ეთანხმებით ამ დოკუმენტით განსაზღვრულ პირობებს.


2. პერსონალური მონაცემების შეგროვება და მიზნობრიობა

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მინიმალურ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად.

მონაცემები, რომელთაც ვამუშავებთ:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი;

  • საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

  • მიწოდების მონაცემები: პროდუქციის ჩაბარების ფაქტობრივი მისამართი;

  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და Cookie ფაილები (ვებგვერდის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად).

მონაცემთა დამუშავების მიზნები:

  • შეკვეთების მიღება, დამუშავება და კურიერის მეშვეობით მიწოდება;

  • შეკვეთის სტატუსის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელთა მხარდაჭერა;

  • სიახლეებისა და სპეციალური შეთავაზებების გაგზავნა ელ-ფოსტაზე (მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში).

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:

ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

  • ხელშეკრულების დადება და შესრულება: შეკვეთის მიღების, დამუშავების, კურიერის მეშვეობით მოწოდებისა და მომხმარებლის მხარდაჭერისთვის;

  • თანხმობა: პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებებისა და სიახლეების მისაღებად (რომლის გამოხმობაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ);

  • კანონისმიერი ვალდებულება: საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნების შესასრულებლად;

  • ლეგიტიმური ინტერესი: ვებგვერდის უსაფრთხოების, ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

3. საგადახდო მონაცემთა უსაფრთხოება

cogito.ge ვებგვერდზე გადახდის პროცესი სრულიად დაცულია.

  • შპს კოგიტო არ ინახავს და არ აქვს წვდომა თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებთან.

  • ონლაინ გადახდის პროცესს უზრუნველყოფს მესამე მხარის სერტიფიცირებული საგადახდო პროვაიდერი — Flitt (შპს ფლით ფეიმენთს), რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის ფარგლებში.

Flitt-ის საგადახდო სისტემა სერტიფიცირებულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტით (PCI-DSS) და ყველა ტრანზაქცია დაშიფრულია. თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები მუშავდება მხოლოდ Flitt-ის დაცულ სერვერებზე და არასოდეს გადის შპს კოგიტოს სისტემებში.


4. მონაცემთა გადაცემა მესამე პირებზე

თქვენი პერსონალური მონაცემები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. ჩვენ არ ვყიდით და არ გავცემთ თქვენს მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვის.

მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ თქვენი შეკვეთის შესრულებაში:

  • საკურიერო კომპანიას - მხოლოდ მიწოდებისთვის საჭირო მონაცემები (სახელი, ტელეფონი, მისამართი);

  • საგადახდო პროვაიდერს (Flitt) - ტრანზაქციის ავტორიზაციისა და დამუშავებისთვის;

  • სახელმწიფო ორგანოებს - მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  • ანალიტიკურ და მარკეტინგულ პლატფორმებს (მაგ. Google Analytics, Meta Pixel): ვებგვერდის ფუნქციონირების გაუმჯობესების, ვიზიტორთა სტატისტიკის ანალიზისა და რეკლამის ოპტიმიზაციის მიზნით (გამოიყენება ანონიმიზებული ტექნიკური მონაცემები).

  • ზემოაღნიშნული ანალიტიკური და მარკეტინგული პლატფორმები შესაძლოა თქვენს ტექნიკურ მონაცემებს ამუშავებდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამ პლატფორმების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე. 

5. Cookie ფაილები (ქუქი-ფაილები)

cogito.ge იყენებს Cookie ფაილებს ვებგვერდის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, კალათის შინაარსის დასამახსოვრებლად და თქვენთვის სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეზღუდოთ ან გამორთოთ Cookie ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.


6. მონაცემთა შენახვის ვადები

შპს კოგიტო ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა შეგროვების მიზნების მისაღწევად ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად:

  • შეკვეთებთან დაკავშირებული ფინანსური/საბუღალტრო მონაცემები: ინახება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ვადით;

  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შეგროვებული მონაცემები: ინახება მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობამდე (Unsubscribe);

  • ტექნიკური და Cookie მონაცემები: ინახება შესაბამისი Cookie ფაილის მოქმედების ვადით ან სესიის დასრულებამდე.


7. მომხმარებლის უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ და გაეცნოთ მათ;

  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;

  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;

  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა ან დაბლოკვა;

  • ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა (მათ შორის, უარი თქვათ მარკეტინგულ ელ-წერილებზე "Unsubscribe" ბმულზე დაჭერით);

  • გასაჩივრების უფლება: თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.