მიწოდების პოლიტიკა
მიწოდების პოლიტიკა
1. ზოგადი პირობები
შპს კოგიტო უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ, უსაფრთხო და სრულიად უფასო მიწოდებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
cogito.ge ვებგვერდზე განთავსებული შეკვეთების მიწოდებას ახორციელებს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია.
2. მიწოდების საფასური
- მიწოდება უფასოა საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში, შეკვეთის თანხის მიუხედავად. მომხმარებელს არ ეკისრება არანაირი დამატებითი საკურიერო ხარჯი.
3. მიწოდების სტანდარტული ვადები
- თბილისი: შეკვეთის დადასტურებიდან 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში.
- რეგიონები (საქართველოს ქალაქები და სოფლები): შეკვეთის დადასტურებიდან 2-4 სამუშაო დღის განმავლობაში.
(შენიშვნა: შაბათ-კვირას ან ოფიციალურ უქმე დღეებში განთავსებული შეკვეთების დამუშავება იწყება მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნივთის მიწოდების მაქსიმალური ვადა შეკვეთის დადასტურებიდან არ გადააჭარბებს 30 კალენდარულ დღეს.)
4. სპეციალური ლოკაციები და ვადების ცვლილება
4.1. მაღალმთიანი და რთულად მისასვლელი რეგიონები: თუ მომხმარებელი იმყოფება მაღალმთიან რეგიონში ან რთულად მისასვლელ ლოკაციაზე, მიწოდების ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტულისგან. დეტალების დაზუსტება მომხმარებელმა უნდა მოახდინოს კომპანიის კონსულტანტთან.
4.2. ვადების ცვლილება: წინამდებარე მიწოდების პირობები წარმოადგენს კომპანიის სტანდარტულ პირობებს, რომელიც რიგ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს ან/და შემცირდეს, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მომხმარებელს.
5. ფორს-მაჟორი (გაუთვალისწინებელი გარემოებები)
შპს კოგიტო თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან მიწოდების ვადების დარღვევის ან შეკვეთის შეუძლებლობის გამო, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.
ფორს-მაჟორად ითვლება ისეთი გადაულახავი ძალის მოვლენები, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუძლებელი იყო, მათ შორის: სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა, მეწყერი, დიდთოვლობა და ა.შ.), საომარი მოქმედებები, მასობრივი არეულობები, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზების ჩაკეტვა ან ლოგისტიკური შეზღუდვები. ასეთ დროს მიწოდების ვადა გაგრძელდება ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრამდე.
6. შეკვეთის მიღების წესი
6.1. კურიერი დაკავშირდება მომხმარებელს შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე ამანათის ჩაბარებამდე.
6.2. ჩაბარებისას შემოწმება: გთხოვთ, კურიერის თანდასწრებით შეამოწმოთ ამანათის მთლიანობა.
6.3. ტრანსპორტირებისას დაზიანების ოქმი: თუ ჩაბარების მომენტში ან მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა აღმოჩნდა, რომ პროდუქტი ან მისი კომპონენტები ფიზიკურად დაზიანებულია (გარეგანი/სატრანსპორტო დაზიანება), გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადაუღოთ ფოტო/ვიდეო მტკიცებულება და შეგვატყობინოთ ელ-ფოსტაზე: Cogito.ge@gmail.com ან ოფიციალურ საკონტაქტო არხებში.
(შენიშვნა: აღნიშნული 48-საათიანი ვადა ვრცელდება მხოლოდ პროდუქტის გარეგან/სატრანსპორტო დაზიანებებზე. პროდუქტის ქარხნული/ელექტრონული ხარვეზის აღმოჩენისას მოქმედებს სტანდარტული საგარანტიო პირობები).
6.4. რისკის გადასვლა: პროდუქციის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი მომხმარებელზე გადადის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ფიზიკურად ჩაიბარებს ამანათს. ჩაბარებამდე ტრანსპორტირების რისკებზე პასუხისმგებელია კომპანია.
7. შეცდომა მისამართში ან ვერდაკავშირება
7.1. თუ კურიერმა ვერ შეძლო მომხმარებელთან დაკავშირება არასწორად/არასრულად მითითებული საკონტაქტო მონაცემების ან სატელეფონო ზარზე პასუხის გაუცემლობის გამო, ამანათი ბრუნდება საწყობში.
7.2. განმეორებითი მიწოდების ორგანიზებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე ან მოგვწეროთ ნებისმიერ სოციალურ მედიაზე.
7.3. მნიშვნელოვანია: პირველადი მიწოდება უფასოა. თუმცა, თუ მიწოდება ჩაიშალა მომხმარებლის მიზეზით (არასწორი მისამართი/ტელეფონი/ჩაუბარებლობა), განმეორებითი მიწოდება განხორციელდება დამატებითი საკურიერო მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, ან ამანათის საწყობიდან გატანის გზით.
