საგარანტიო მომსახურების პირობები

კოგიტო უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ პირობებს.

1. გარანტიის ხანგრძლივობა

საგარანტიო მომსახურების პერიოდი შეადგენს 6 თვეს და ათვლა იწყება პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემის (შეძენის) დღიდან.

2. საგარანტიო მომსახურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს:

  • საგარანტიო ტალონი და შეძენის დამადასტურებელი ქვითარი (ჩეკი/ინვოისი).
  • პროდუქტი იმ სრული კომპლექტაციით, ორიგინალი შეფუთვის დროს, როგორც გადაეცა მომხმარებელს - მათ შორის ინსტრუქცია, ყველა თავაკი, აპარატი. სასურველია ყუთიც, მაგრამ არა სავალდებულო.

3. საგარანტიო დაფარვის არეალი

გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ ტექნიკურ და აპარატულ ხარვეზებზე, რომლებიც გამოწვეულია უშუალოდ ქარხნული წუნით.

საგარანტიო პერიოდში ქარხნული წუნის დადასტურების შემთხვევაში, Cogito იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ან შეაკეთოს მოწყობილობა, ან ჩაანაცვლოს ის ახალი, იდენტური მოდელით.

6-თვიანი საგარანტიო მომსახურება ვრცელდება მხოლოდ დარსონვალის ძირითად მოწყობილობაზე (აპარატის კორპუსზე).

მოწყობილობასთან ერთად არსებულ შუშის თავაკებზე მოქმედებს მხოლოდ 7-დღიანი შემოწმების გარანტია ქარხნული წუნის (მაგალითად, თუ თავაკი არ ატარებს დენს) აღმოსაჩენად.

მექანიკური დაზიანება: თუ ნივთის ჩაბარებისას აღმოჩნდა, რომ შუშის თავაკი ფიზიკურადაა დაზიანებული (გატეხილია/გაბზარულია ტრანსპორტირებისას), მომხმარებელი ვალდებულია ნივთის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში გამოგვიგზავნოს ფოტო/ვიდეო მტკიცებულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შუშის მექანიკურ დაზიანებაზე საჩივარი აღარ მიიღება და გარანტიას არ დაექვემდებარება.

4. გამონაკლისები: რას არ ფარავს გარანტია

გარანტია ითვლება ანულირებულად და უფასო მომსახურება არ გაიწევა შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გასულია საგარანტიო ვადა.
  • თუ არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) და შესაბამისად, შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება.
  • მექანიკური დაზიანება: ნივთზე აღინიშნება დარტყმის, დავარდნის, ზეწოლის ან სხვა ფიზიკური ძალის ზემოქმედების კვალი (ბზარი, ჩამონატეხი, დეფორმაცია).
  • მსხვრევადი დეტალები: საგარანტიო პირობები არ ვრცელდება მოწყობილობის კომპლექტაციაში შემავალ შუშის ელექტროდებზე (თავაკებზე) და სხვა მყიფე აქსესუარებზე, მათი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე.
  • სითხე და ნესტი: მოწყობილობის შიდა სისტემაში აღმოჩენილია წყლის, ორთქლის ან ნებისმიერი სხვა სითხის კვალი
  • ელექტრონული დაზიანება: დაზიანება გამოწვეულია ელექტრო-ქსელში ძაბვის მკვეთრი ცვალებადობით ან არასტანდარტული/არაორიგინალი კვების ბლოკის გამოყენებით.
  • არაავტორიზებული ჩარევა: მოწყობილობა გახსნილია, შეკეთებულია ან მოდიფიცირებულია არაავტორიზებული პირის ან სერვის-ცენტრის მიერ.
  • ბუნებრივი ცვეთა: პროდუქტის ვიზუალური ცვეთა, რომელიც წარმოიშვა ყოველდღიური ექსპლუატაციის შედეგად (კორპუსის ფერის შეცვლა, მცირე ნაკაწრები).
  • ფორსმაჟორული გარემოებებით - სტიქიური უბედურება, ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.

5. დიაგნოსტიკა და სერვისის ვადები

პრობლემის დაფიქსირებისას, მოწყობილობა გადაეცემა Cogito-ს ოფიციალურ ტექნიკურ დეპარტამენტს სიღრმისეული დიაგნოსტიკისთვის.

დიაგნოსტიკის და სერვისის სტანდარტული ვადა შეადგენს 7-დან 14 სამუშაო დღემდე, რაც დამოკიდებულია ხარვეზის სირთულეზე.

დიაგნოსტიკის პერიოდში ნივთის ჩაბარება დასტურდება "მიღება-ჩაბარების აქტით", რომელშიც ფიქსირდება ნივთის ვიზუალური მდგომარეობა და მომხმარებლის მიერ გაცხადებული პრობლემა.

6. მომხმარებლის ვალდებულებები

პროდუქტს თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია, რომლის გამოყენება და დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.

სერვის-ცენტრში მიმართვისას, სასურველია პროდუქტი წარმოდგენილი იყოს სრული კომპლექტაციითა და ორიგინალი შეფუთვით, რათა გამოირიცხოს მისი ტრანსპორტირებისას დაზიანების რისკი

პროდუქტის შეძენა და საგარანტიო ტალონზე ხელმოწერა (ან თანხის გადახდა) ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის სრულ და უპირობო თანხმობას მოცემულ საგარანტიო პირობებზე.

7. კომერციული გარანტია და სერვისი

წინამდებარე 6-თვიანი გარანტია წარმოადგენს კომპანია Cogito-ს ნებაყოფლობით კომერციულ გარანტიას, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფას.

6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, მომხმარებლის უფლებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

სწრაფი სერვისის გარანტია: Cogito იღებს ვალდებულებას, რომ საგარანტიო შემთხვევისას, ნივთის დიაგნოსტიკა, შეკეთება ან ჩანაცვლება განხორციელდეს ფორსმაჟორული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში 7-დან 14 სამუშაო დღემდე ვადაში.

უფასო ლოგისტიკური მხარდაჭერა: 6-თვიანი კომერციული გარანტიის ფარგლებში, საგარანტიო მომსახურების საჭიროებისას, კომპანია უზრუნველყოფს ნივთის ტრანსპორტირებას (წაღება/მოტანა) უფასო საკურიერო მომსახურებით საქართველოს მასშტაბით. მომხმარებელს არ უწევს სერვის-ცენტრში ვიზიტი. 6-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, კანონისმიერი გარანტიით სარგებლობისას (დარჩენილი 18 თვე), ნივთის სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

ინფორმაციული მხარდაჭერა: პროდუქტის კომპლექტაციაში შედის ქართულენოვანი ინსტრუქცია, რაც უზრუნველყოფს ნივთის უსაფრთხო და სწორ ექსპლუატაციას, რაც თავის მხრივ ამცირებს არასწორი გამოყენებით გამოწვეული დაზიანების რისკს.

ჩანაცვლების წესი: თუ ნივთის შეკეთება შეუძლებელია ან ვერ ხერხდება დადგენილ ვადებში, ნივთი შეიცვლება ახალი, იდენტური პროდუქტით. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით, ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის მქონე სხვა მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი მასალები, შეფუთვა, ყუთი).