Terms of service
მომსახურების პირობები
1. ზოგადი პირობები
წინამდებარე მომსახურების პირობები (შემდგომში — „პირობები“) დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით და ადგენს წესებს cogito.ge ვებგვერდით სარგებლობისა და პროდუქციის შეძენისას.
cogito.ge ვებგვერდზე სტუმრობით, ანგარიშის გახსნით ან შეკვეთის განთავსებით (მათ შორის სტუმრის სტატუსით), მომხმარებელი აცხადებს სრულ თანხმობას აღნიშნულ პირობებზე.
2. პროდუქციის შეკვეთა და ანგარიშსწორება
2.1. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან, ასევე სტუმრის სტატუსით (Guest Checkout).
2.2. პროდუქტის ფასები მითითებულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
2.3. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, პარტნიორი ბანკების (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი) დაცული საგადახდო სისტემების მეშვეობით.
2.4. შეკვეთა ითვლება დადასტურებულად მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მიიღებს შეკვეთის დადასტურების შეტყობინებას ელ-ფოსტაზე ან ტელეფონზე.
3. მიწოდების პირობები
3.1. პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს პარტნიორი საკურიერო კომპანია Today Delivery.
3.2. მიწოდების დეტალური ვადები, ტარიფები და წესები რეგულირდება ცალკეული დოკუმენტით — „მიწოდების პოლიტიკა“, რომელიც განთავსებულია cogito.ge ვებგვერდზე.
4. 14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება
4.1. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
4.2. გამონაკლისი ჰიგიენურ და კოსმეტიკურ პროდუქციაზე: 14-დღიანი დაბრუნების უფლება ვრცელდება მთელ კომპლექტზე (აპარატი და ყველა თავაკი). ჰიგიენური გამონაკლისი არ გამოიყენება, რადგან თავაკები არ არის ინდივიდუალურად დალუქული. დაბრუნებისას ნივთი უნდა იყოს დაუზიანებელი, სრული კომპლექტაციით (ყუთი, ინსტრუქცია, აპარატი, ყველა თავაკი) და არ უნდა ატარებდეს ფიზიკური დაზიანების, დარტყმის ან არასწორი გამოყენების ნიშნებს.
4.3. ნივთის დაბრუნებისას, მომხმარებელი ვალდებულია ნივთი დააბრუნოს დაუზიანებელ, პირვანდელ მდგომარეობაში, ორიგინალი შეფუთვითა და სრული კომპლექტაციით.
4.4. უარის თქმის შესახებ შეტყობინება: მომხმარებელმა უნდა შეგვატყობინოს ცალსახა განცხადებით ელ-ფოსტაზე Cogito.ge@gmail.com (მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და სახელი), ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
4.5. დაბრუნების ხარჯი: საქონლის დაბრუნების პირდაპირ ტრანსპორტირების ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანია სხვაგვარად შეატყობინებს. საქონელი უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, შეტყობინების გაგზავნიდან.
4.6. თანხის დაბრუნება: კომპანია სრულ თანხას (მიწოდების სტანდარტული საფასურის ჩათვლით) აუნაზღაურებს მომხმარებელს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, უარის თქმის შეტყობინების მიღებიდან, იმავე გადახდის საშუალებით. კომპანიას უფლება აქვს, დაელოდოს საქონლის ფაქტობრივ დაბრუნებას ან გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს - რომელიც უფრო ადრე დადგება.
5. საგარანტიო პირობები და სერვისი
შპს კოგიტო უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.1. გარანტიის ხანგრძლივობა
-
კანონისმიერი გარანტია: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციაზე მოქმედებს 2-წლიანი კანონისმიერი გარანტია პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემის/ჩაბარების მომენტიდან.
-
კომერციული გარანტია: აღნიშნულის გარდა, შპს „კოგიტო“ მომხმარებელს სთავაზობს დამატებით 6-თვიან კომერციულ გარანტიას, რომელიც იწყება პროდუქტის ჩაბარების დღიდან და მოიცავს სრულ უფასო საკურიერო/ლოგისტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მასშტაბით.
-
ეს კომერციული გარანტია დამატებითი, ნებაყოფლობითი სერვისია და არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ზემოთ აღნიშნულ 2-წლიან კანონისმიერ გარანტიას. 5.3 და 5.4 პუნქტებში მითითებული ვადები (მაგ. 7-დღიანი შემოწმება შუშის თავაკებზე) ეხება მხოლოდ დამატებითი, უფასო ტრანსპორტირებისა და დაჩქარებული შემოწმების სერვისს. ამ ვადების გასვლის შემდეგაც მომხმარებელს უფლება აქვს, 2 წლის განმავლობაში წარადგინოს პრეტენზია ნებისმიერ ნაწილზე (თავაკების ჩათვლით) რეალური ქარხნული წუნის აღმოჩენისას - უბრალოდ უფასო ტრანსპორტირების დამატებითი სერვისის გარეშე.
5.2. წარსადგენი დოკუმენტაცია
საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს:
-
შეძენის დამადასტურებელი ქვითარი (ჩეკი/ინვოისი) ან საგარანტიო ტალონი.
-
პროდუქტი იმ სრული კომპლექტაციითა და ორიგინალი შეფუთვით, როგორც გადაეცა მომხმარებელს (მათ შორის ინსტრუქცია, აპარატი და ყველა თავაკი; ყუთის წარმოდგენა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო).
5.3. საგარანტიო დაფარვის არეალი
-
გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ ტექნიკურ და აპარატულ ხარვეზებზე, რომლებიც გამოწვეულია უშუალოდ ქარხნული წუნით.
-
6-თვიანი საგარანტიო მომსახურება ვრცელდება მხოლოდ დარსონვალის ძირითად მოწყობილობაზე (აპარატის კორპუსზე).
-
შუშის თავაკები: მოწყობილობასთან ერთად არსებულ შუშის თავაკებზე მოქმედებს მხოლოდ 7-დღიანი შემოწმების გარანტია ქარხნული წუნის აღმოსაჩენად (მაგალითად, თუ თავაკი არ ატარებს დენს).
-
მექანიკური დაზიანება მიწოდებისას: თუ ნივთის ჩაბარებისას აღმოჩნდა, რომ შუშის თავაკი ფიზიკურადაა დაზიანებული (გატეხილია/გაბზარულია ტრანსპორტირებისას), მომხმარებელი ვალდებულია ნივთის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში გამოგვიგზავნოს ფოტო/ვიდეო მტკიცებულება ელ-ფოსტაზე ან საკონტაქტო არხებში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შუშის მექანიკურ დაზიანებაზე საჩივარი აღარ მიიღება.
5.4. გამონაკლისები (რას არ ფარავს გარანტია)
გარანტია ითვლება ანულირებულად და უფასო მომსახურება არ გაიწევა შემდეგ შემთხვევებში:
-
გასულია საგარანტიო ვადა;
-
არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
მექანიკური დაზიანება: ნივთზე აღინიშნება დარტყმის, დავარდნის, ზეწოლის ან სხვა ფიზიკური ძალის ზემოქმედების კვალი (ბზარი, ჩამონატეხი, დეფორმაცია);
-
მსხვრევადი დეტალები: საგარანტიო პირობები არ ვრცელდება შუშის ელექტროდებზე (თავაკებზე) და სხვა მყიფე აქსესუარებზე, მათი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე (გარდა მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაზიანებისა ან 7-დღიანი ქარხნული წუნისა);
-
სითხე და ნესტი: მოწყობილობის შიდა სისტემაში აღმოჩენილია წყლის, ორთქლის ან ნებისმიერი სხვა სითხის კვალი;
-
ელექტრონული დაზიანება: დაზიანება გამოწვეულია ელექტრო-ქსელში ძაბვის მკვეთრი ცვალებადობით ან არასტანდარტული კვების ბლოკის გამოყენებით;
-
არაავტორიზებული ჩარევა: მოწყობილობა გახსნილია ან შეკეთებულია არაავტორიზებული პირის მიერ;
-
ბუნებრივი ცვეთა: კორპუსის ფერის შეცვლა ან მცირე ნაკაწრები ყოველდღიური ექსპლუატაციის შედეგად;
-
ფორსმაჟორული გარემოებები (სტიქიური უბედურება, ხანძარი და ა.შ.).
5.5. დიაგნოსტიკა, სერვისი და ჩანაცვლება
-
პრობლემის დაფიქსირებისას, მოწყობილობა გადაეცემა შპს კოგიტოს ტექნიკურ დეპარტამენტს. დიაგნოსტიკისა და სერვისის ვადა შეადგენს 7-დან 14 სამუშაო დღემდე.
-
ჩანაცვლების წესი: თუ ნივთის შეკეთება შეუძლებელია, ნივთი შეიცვლება ახალი, იდენტური პროდუქტით (ან შეთანხმებით იდენტური სპეციფიკაციის მქონე სხვა მოდელით). ასეთის შეუძლებლობისას, მომხმარებელს დაუბრუნდება თანხა. იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია.
6. ინტელექტუალური საკუთრება
cogito.ge ვებგვერდზე განთავსებული ყველა ტექსტი, ვიზუალური მასალა, ლოგო, დიზაინი და ფოტო წარმოადგენს შპს კოგიტოს ინტელექტუალურ საკუთრებას. მათი უნებართვო კოპირება, გავრცელება ან გამოყენება აკრძალულია.
