დაბრუნების პოლიტიკა
დაბრუნების პოლიტიკა
1. 14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.1. გამონაკლისი ჰიგიენურ და კოსმეტიკურ პროდუქციაზე
14-დღიანი დაბრუნების უფლება ვრცელდება მთელ კომპლექტზე (აპარატი და ყველა თავაკი). ჰიგიენური გამონაკლისი არ გამოიყენება, რადგან თავაკები არ არის ინდივიდუალურად დალუქული. დაბრუნებისას ნივთი უნდა იყოს დაუზიანებელი, სრული კომპლექტაციით (ყუთი, ინსტრუქცია, აპარატი, ყველა თავაკი) და არ უნდა ატარებდეს ფიზიკური დაზიანების, დარტყმის ან არასწორი გამოყენების ნიშნებს.
1.2. დაბრუნების პირობები
- ნივთის დაბრუნებისას, მომხმარებელი ვალდებულია ნივთი დააბრუნოს დაუზიანებელ, პირვანდელ მდგომარეობაში, ორიგინალი შეფუთვითა და სრული კომპლექტაციით.
- უარის თქმის შესახებ შეტყობინება: მომხმარებელმა უნდა შეგვატყობინოს ცალსახა განცხადებით ელ-ფოსტაზე Cogito.ge@gmail.com (მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და სახელი), ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
- დაბრუნების ხარჯი: საქონლის დაბრუნების პირდაპირ ტრანსპორტირების ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანია სხვაგვარად შეატყობინებს. საქონელი უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, შეტყობინების გაგზავნიდან.
- თანხის დაბრუნება: კომპანია სრულ თანხას (მიწოდების სტანდარტული საფასურის ჩათვლით) აუნაზღაურებს მომხმარებელს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, უარის თქმის შეტყობინების მიღებიდან, იმავე გადახდის საშუალებით. კომპანიას უფლება აქვს, დაელოდოს საქონლის ფაქტობრივ დაბრუნებას ან გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. საგარანტიო პირობები
კოგიტო უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.1. გარანტიის ხანგრძლივობა
საგარანტიო მომსახურების პერიოდი შეადგენს 6 თვეს და ათვლა იწყება პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემის (შეძენის) დღიდან.
2.2. წარსადგენი დოკუმენტაცია
საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს:
- საგარანტიო ტალონი და შეძენის დამადასტურებელი ქვითარი (ჩეკი/ინვოისი).
- პროდუქტი იმ სრული კომპლექტაციით, ორიგინალი შეფუთვის დროს, როგორც გადაეცა მომხმარებელს - მათ შორის ინსტრუქცია, ყველა თავაკი, აპარატი.
2.3. საგარანტიო დაფარვის არეალი
გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ ტექნიკურ და აპარატულ ხარვეზებზე, რომლებიც გამოწვეულია უშუალოდ ქარხნული წუნით.
6-თვიანი საგარანტიო მომსახურება ვრცელდება მხოლოდ დარსონვალის ძირითად მოწყობილობაზე (აპარატის კორპუსზე).
მოწყობილობასთან ერთად არსებულ შუშის თავაკებზე მოქმედებს მხოლოდ 7-დღიანი შემოწმების გარანტია ქარხნული წუნის აღმოსაჩენად.
მექანიკური დაზიანება: თუ ნივთის ჩაბარებისას აღმოჩნდა, რომ შუშის თავაკი ფიზიკურადაა დაზიანებული, მომხმარებელი ვალდებულია ნივთის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში გამოგვიგზავნოს ფოტო/ვიდეო მტკიცებულება.
2.4. გამონაკლისები
გარანტია ითვლება ანულირებულად შემდეგ შემთხვევებში:
- გასულია საგარანტიო ვადა
- არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მექანიკური დაზიანება: დარტყმის, დავარდნის ან სხვა ფიზიკური ძალის ზემოქმედების კვალი
- მსხვრევადი დეტალები: შუშის ელექტროდებზე და მყიფე აქსესუარებზე
- სითხე და ნესტი: წყლის ან სხვა სითხის კვალი მოწყობილობის შიდა სისტემაში
- ელექტრონული დაზიანება: ძაბვის მკვეთრი ცვალებადობით ან არასტანდარტული კვების ბლოკის გამოყენებით
- არაავტორიზებული ჩარევა: მოწყობილობა გახსნილია ან შეკეთებულია არაავტორიზებული პირის მიერ
- ბუნებრივი ცვეთა: ყოველდღიური ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ცვეთა
- ფორსმაჟორული გარემოებები
2.5. დიაგნოსტიკა და სერვისი
დიაგნოსტიკის და სერვისის ვადა: 7-დან 14 სამუშაო დღემდე.
ჩანაცვლების წესი: თუ შეკეთება შეუძლებელია, ნივთი შეიცვლება ახალი, იდენტური პროდუქტით ან მომხმარებელს დაუბრუნდება თანხა.
უფასო ლოგისტიკა: 6-თვიანი გარანტიის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს უფასო საკურიერო მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
3. საკონტაქტო ინფორმაცია
დაბრუნებასთან ან გარანტიასთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის:
- ელ-ფოსტა: Cogito.ge@gmail.com
- ტელეფონი: +995 514 04 03 05
