ჯორჯ ბერკლი (1685-1753) ინგლისელი (ირლანდიელი) ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: „ესსე მხედველობის ახალ თეორიაში“ (1709) და „ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ“ (1710).
თავის ამ მთავარ ნაშრომში (ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ) ირლანდიელი ფილოსოფოსი ჯორჯ ბერკლი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ „მე“ არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები – იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.