🎼 კიდევ ერთი გადარჩენილი დღე, კიდევ ერთი ცოცხალი და ნამდვილი პოეზია, კიდევ ერთი ემოციური შეხვედრა ლიტერატურის სახელით და კიდევ ერთი შეხსენება ადამიანად ყოფნისა.
✍ მადლობა ალექსანდრე მიშელაშვილს, პოეტს, რომლის ნააზრევი დროსა და სივრცეს, ვიწრო ლოკალურ ამბებსა თუ მიკუთვნილობებს სცილდება და თავს დედამიწის ნაწილად გაგრძნობინებს.
🙏 გამორჩეული მადლობა ჩვენს დამსწრეებს, რომელთა აქტიური ჩართულობით, ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა.
📖 #ლიტერატურული #კაფე #კოგიტო