ლიტერატურული კაფე “კოგიტო”, სალონური შეხვედრების ციკლის ფორმატში, შაბათს 13 აპრილს, 18:00 საათზე უმასპინძლებს კიდევ ერთ საინტერესო, გემოვნებიან და გამორჩეულ ავტორს, ანა ჯავახიშვილს, რომლის პოეტურმა კრებულმა “სარდაფის ცოლები” მკითხველის დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.