არის დღეები, როდესაც რუტინისა და გართულებული ადამიანური ყოფის ამარა მყოფს, თითში შერჭობილი ეკალივით დისკომფორტს გიქმნის საკუთარი თავი, გარემო, უბრალოდ არაფერიც ან პირიქით, ყველაფერიც კი შენს წინააღმდეგ მომართულ ამბად გეჩვენება. ხნსა თითქოს არსაითააა…
ასეთი შემთხვევებისთვის, უებარი, ფენომენალური და ფანტასიკური სივრცეა ლიტერატურა.
დღეს, ჩემთვის და არამხოლოდ, ნებისმიერი მკითხველისთვის გამორჩეულად მსუბუქი, სევდიანი, ემოციური და ადამიანური წიგნი მსურს გაგიზიაროთ, რომლის უბრალოებაში ნაპოვნი მთელი ფილოსოფიური სიღრმეები, სურათები, პერსონაჟები არ მიგატოვებთ, თავს კომსიური ერთიანობის ნაწილად გაგრძნობინებთ და დაგაბრუნებთ საკუთარ თავში არსებულ მოურჩენელ ღმერთთან.
არ მინდა ე.წ. “სპოილერი” გამომივიდეს, ამდენად, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ საკუთარ თავში ოსკარს მივაგნებთ, შეურყვნელი ცნობიერებით, სამყაროს საოცრად აღქმის უნარითა და სურნელოვანი რწმენით ოსკარს ვიგრძნობთ საკუთარ ფიქრებში, მაშინ თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ გადავრჩით, ვიცხოვრეთ და არა ვიცოცხლეთ, აღვიზარდეთ და არა გავიზარდეთ, გავიმარჯვეთ და არა დავმარცხდით.
მოსალოცთა ნუსხის კანდიდატებს, წინსრებით გილოცავთ ამ მომცრო ამბით მიღებულ უდიდეს სიამოვნებას.
ემეგობრეთ ოსკარს და მთელი კოსმიური ჰარმონია, თქვენი სულის, გონებისა და გულის თანაზიარი გახდება.