გარდა ლიტერატურული და სხვა თემატური შეხვედრებისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კინო ჩვენებები დავიწყოთ, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ ფილმის ჩვენება, ჩვენ უფრო ღია, საინტერესო სადისკუსიო სივრცეს გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ ფილმიდან მიღებული ემოციები, მოსაზრებები, ხედვები გავუზიაროთ ერთმანეთს და დავინახოთ ის ამბები, რაც კადრს მიღმაა ჩამალული.