ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი.
სწორედ მას ეკუთვნის თეოსოფიური ნაშრომი „კარმა“, რომელიც აერთიანებს სამ ტექსტს: „ელემენტარული გაკვეთილები კარმაში“, „კვლევები კარმაში“, „კარმა“. ტექსტი კითხვის დასაწყისშივე გვიქმნის წარმოდგენას კარმის არსის, წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ, დასასრულს კი უკვე გარკვეული ვართ მისი მართვის მეთოდებში და, ამგვარად, მიზანი, რომ წიგნში „ჩვეულებრივი მკითხველისთვის“ ყველაფერი მარტივი ენით იყოს გადმოცემული, მიღწეულია.
აღწერილია კარმის შექმნა, ფუნდამენტური პრინციპები, გაწყვეტის გზები და მეთოდები. გვასწავლის, როგორ გავიგოთ კარმის მუშაობის მექანიზმი და ვიმოქმედოთ მასში ჩვენს სასარგებლოდ.
წიგნი გვამოგზაურებს დროში, გვიჩვენებს წარსული ცხოვრების (კარმის) ზემოქმედებას აწმყოზე, იმ გარემოებასა და საზოგადოებაზე, რომელშიც ვიბადებით. გვასწავლის არაერთ ხერხს იმისათვის, რომ გამოვასწოროთ არასასურველი ვითარება და კარმული შედეგები ჩვენთვის სასარგებლოდ წარვმართოთ.